სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი“ 2025 წლის 11 მაისს, თბილისში, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ“-ში გამართავს მე-14 ახალგაზრდულ სამედიცინო ფორუმს.
ღონისძიება აერთიანებს მედიცინის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებსა და რეზიდენტებს საქართველოდან და უცხოეთიდან. ფორუმის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარადგინონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო ან კვლევითი პრეზენტაციები, რომლებიც მომზადებული უნდა იყოს პრაქტიკოსი ექიმის ან აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტის ხელმძღვანელობით.
ფორუმი კონკურსის ფორმატით ტარდება. წარდგენილ პრეზენტაციებს შეაფასებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური.
წელს ფორუმში პირველად ერთვება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაცია (GA PH & Well-Being), რომელიც წარმართავს სპეციალურ ჯანდაცვის სექციას. აღნიშნულ სექციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანდაცვის მენეჯმენტის და მომიჯნავე მეცნიერებების სტუდენტებს.
საპრეზენტაციო თემების ძირითადი მოთხოვნები:
-
თემა უნდა იყოს აქტუალური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული
-
მონაწილეობის ფორმატი: ინდივიდუალური ან ჯგუფური (2-3 წევრიანი გუნდი)
-
პრეზენტაციის ფორმატი: PowerPoint ან ბეჭდური პოსტერის სახით
-
პრეზენტაციის ხანგრძლივობა: 7 წუთი
დაჯილდოება:
კომპეტენტური ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს:
🥇 I ადგილი – 1000 ლარი
🥈 II და 🥉 III ადგილები – სპეციალური პრიზები
გარდა ამისა:
-
ცენტრი „რადიქსი“ დააჯილდოებს საკუთარ ფავორიტს
-
სპონსორი კომპანიები გამოავლენენ თავიანთ რჩეულ მონაწილეებს
-
ფორუმის დასასრულს, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ორი დამსწრე სტუმარი მიიღებს სასაჩუქრე პრიზებს
დამატებითი ინფორმაცია და მონაწილეობის დეტალები იხილეთ ვებგვერდზე:
🔗 radix.ge/forum




