მოგეხსენებათ, აივ/შიდსის მედიკამენტები სახელმწიფო პროგრამებით უფასოდ მიეწოდებათ ადამიანებს. ამ ეტაპზე ხელისაწვდომია PrEP ტაბლეტირებული და ინექციური ( 2 თვეში ერთხელ) ფორმით. Yeztugo-ს ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, ბუნებრივად გაჩნდა კითხვა – დაფარავს კი მას ფონდები და იქნება რამდენიმე ათას დოლარიანი მედიკამენტი ხელმისაწვდომი? აღამოჩნდა, რომ ამ ნაწილში პრობლემებია.
CVS Health-ი (CVS.N), რომელიც აშშ-ის უმსხვილეს სააფთიაქო ბენეფიტების მენეჯერს (PBM) მართავს, ამ ეტაპზე უარს ამბობს Gilead Sciences-ის (GILD.O) აივ-პრევენციის ახალი მედიკამენტის კომერციული სადაზღვევო გეგმებით დაფარვაზე. ამის შესახებ Reuters-ს კომპანიის სპიკერმა განუცხადა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ მედიკამენტმა კლინიკურ კვლევებში თითქმის 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
რა არის Yeztugo და რატომ ითვლება ის რევოლუციურად?
Yeztugo, ფარმაცევტული გიგანტის Gilead Sciences-ის მიერ შექმნილი, არის აივ-პრევენციის უახლესი თაობის მედიკამენტი. მისი მთავარი უპირატესობა და რევოლუციურობა მიღების წესშია: ის წარმოადგენს წელიწადში მხოლოდ ორჯერ გასაკეთებელ ინიექციას. ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა არსებულ პრევენციულ საშუალებებთან შედარებით, რომლებიც მოიცავს ყოველდღიურ აბებს ან ორ თვეში ერთხელ გასაკეთებელ ინექციას. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ 2025 წლის ივნისში დამტკიცებულმა პრეპარატმა კლინიკურ კვლევებში აივ-ინფექციის პრევენციის თითქმის 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ამ მახასიათებლების გამო, აქტივისტები მას 44-წლიანი ეპიდემიის დასრულების პროცესში “ტრანსფორმაციულ იარაღად” მიიჩნევენ.
ამ თემაზე წაიკითხეთ ჩვენი სტატია:
ახალი ეტაპი აივ-პრევენციაში: წელიწადში ორი ინექცია ინფექციისგან თითქმის სრულ დაცვას უზრუნველყოფს
CVS-ის გადაწყვეტილება და ბაზრის რეაქცია
CVS-ის სპიკერის, დევიდ უიტრეპის თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნება “კლინიკურ, ფინანსურ და მარეგულირებელ ფაქტორებს”. Yeztugo-ს საწყისი ფასი წელიწადში 28,000 დოლარზე მეტია, რაც, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მთავარ საგანს წარმოადგენს.
შიდსის არაკომერციული ორგანიზაცია AVAC-ის აღმასრულებელი დირექტორის, მიტჩელ უორენის თქმით, CVS-ის გადაწყვეტილება “სერიოზული იმედგაცრუება და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა”. ის აცხადებს: “ეს ასახავს ზედმეტად მაღალ ფასს და აშშ-ის ფარმაცევტული ფასების სტრუქტურას, რომელიც უბრალოდ არამდგრადია”.
თავის მხრივ, Gilead-ში აცხადებენ, რომ “უკიდურესად კმაყოფილები” არიან სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებების პროგრესით და გეგმავენ, რომ 2025 წლის ბოლოსთვის მედიკამენტს აშშ-ის მზღვეველების 75% დაფარავს, ხოლო 2026 წლის ივნისისთვის – 90%. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, დენიელ ო’დეი, ხაზს უსვამს, რომ აივ-ინფიცირებული პაციენტის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მკურნალობის ხარჯი 1 მილიონ დოლარს აჭარბებს, რაც პრევენციულ მკურნალობას ხარჯთეფექტურს ხდის.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სამთავრობო პროგრამები, მათ შორის Medicare, ვეტერანთა ადმინისტრაცია და Medicaid-ის რამდენიმე შტატის პროგრამა (მათ შორის კალიფორნიასა და ნიუ-იორკში), უკვე ფარავენ ახალ მედიკამენტს. თუმცა, კერძო სექტორში გადაწყვეტილებას დიდწილად სამი უმსხვილესი PBM (CVS Caremark, OptumRX, Express Scripts) იღებს, რომლებიც ბაზრის დაახლოებით 70%-ს აკონტროლებენ. Optum-ში განაცხადეს, რომ Yeztugo-ს დაფარვის საკითხს უახლოეს კვირებში განიხილავენ, ხოლო Express Scripts-ს კომენტარი არ გაუკეთებია.
ინფორმაციას https://www.reuters.com/ ავრცელებს.
მეტი ინფორმაცია PrEP -ის პროგრამაზე, ნახეთ ჩვენს პოდკასტში:




