ევროკომისიამ დაამტკიცა აივ-ინფექციის პრევენციის ახალი მედიკამენტი, რომელიც წარმოადგენს ექვს თვეში ერთხელ გასაკეთებელ ინექციას. პრეპარატი ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია “Gilead”-მა შექმნა.
ახალი მეთოდი მნიშვნელოვნად ამარტივებს აივ-პრევენციას, რადგან ის ცვლის ამჟამად არსებულ მეთოდებს, როგორიცაა ყოველდღიური აბები ან ორ თვეში ერთხელ გასაკეთებელი ინექციები. პრეპარატის გაკეთება პაციენტებს ოჯახის ექიმთან ვიზიტის დროსაც შეეძლებათ.
მედიკამენტი აშშ-ში ივნისიდან არის ხელმისაწვდომი “Yeztugo”-ს სახელით, ევროპულ ბაზარზე კი “Yeytuo”-ს სავაჭრო ნიშნით გამოვა. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი აივ-ინფიცირების რისკს მოზრდილებსა და მოზარდებში 99
.9%-ზე მეტად ამცირებს.
მიუხედავად მაღალი ეფექტიანობისა, მთავარ გამოწვევად რჩება პრეპარატის ფასი და ხელმისაწვდომობა. აშშ-ში “Yeztugo”-ს წლიური ღირებულება 28,000 დოლარს (დაახლოებით 24,000 ევრო) აჭარბებს. აშშ-ში მისი დაფინანსება სხვადასხვა პროგრამებით პრიბლემური საკითხია. ამ თემაზე წაიკითხეთ ჩვენი სტატია: CVS-ი Gilead-ის აივ-პრევენციის ახალი, 100%-ით ეფექტური მედიკამენტის დაფარვაზე უარს ამბობს
ინფექციური დაავადებების სპეციალისტის, პროფესორ ჟან-მიშელ მოლინას თქმით, ევროპაში ყოველწლიურად აივ-ინფექციის დაახლოებით 25,000 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. მისი შეფასებით, ეს რიცხვი “ნათლად აჩვენებს, რომ ამჟამინდელი პრევენციის მეთოდები ყველასთვის არ მუშაობს”.
უფრო მეტი მედიკამეტის შესახებ:
ახალი ეტაპი აივ-პრევენციაში: წელიწადში ორი ინექცია ინფექციისგან თითქმის სრულ დაცვას უზრუნველყოფს
ასევე დაგაინტერესებთ:




