საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციამ (GeoWell) წარმატებით დაასრულა ტრენინგების ციკლი თემაზე “ექიმის კომუნიკაცია ბავშვტან და მშობელთან“.
სასწავლო პროგრამა, რომელიც 20-21 და 27-28 დეკემბერს სასტუმრო “Radisson“-ში გაიმართა, ჯამში სამ ნაკადს მოიცავდა. კურსს დაესწრო და წარმატებით გაიარა 60-მა ექიმმა-სპეციალისტმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან.
ტრენინგის მთავარი მიზანი იყო პედიატრიულ პრაქტიკაში მომუშავე ექიმების აღჭურვა მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიებითა და პრაქტიკული ინსტრუმენტებით. კურსი ფარავდა ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
-
ბავშვთან კომუნიკაციის ფსიქოლოგია: ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება (0-დან 12+ წლამდე) და ნდობის მოპოვების ტექნიკები.
-
პროცედურების მართვა: „Tell–Show–Do“ მეთოდოლოგია, ტკივილის მართვა და შფოთვის შემცირება.
-
კრიზისული სიტუაციები: რთული ქცევის მართვა (ABC მოდელი), დეესკალაცია და უსაფრთხოების ნორმები.
-
მშობელთან ურთიერთობა: ეფექტური კომუნიკაციის სამკუთხედი (ექიმი-ბავშვი-მშობელი) და რთული საუბრების წარმართვა.
-
ექიმის კეთილდღეობა: პროფესიული გადაწვის პრევენცია და ემოციური თვითმოვლა.
ტრენინგი გამოირჩეოდა მონაწილეთა მულტიდისციპლინური შემადგენლობით. პროგრამაში ჩართულნი იყვნენ ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები: სტომატოლოგები, პედიატრები, ოჯახის ექიმები, ბავშვთა ქირურგები, ნევროლოგები, ონკოლოგები, ანესთეზიოლოგები და სხვა ვიწრო სპეციალისტები. მსგავსი მრავალფეროვნება ხელს უწყობს დარგებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ერთიანი, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის ჩამოყალიბებას.
კურსს უძღვებოდა ცირა ბარქაია, ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლებისა და ადრეული განვითარების ექსპერტი.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაცია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის და გეგმავს მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებების გაგრძელებას მომავალშიც.
ტრენინგებზე რეგისტრაცია 2026 წლიდან გაგრზელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://gowell.ge/communicationcme/




