საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაცია გიწვევთ ინტენსიურ ორდღიან სასწავლო პროგრამაზე, რომელიც შექმნილია სპეციალურად ექიმებისთვის.
პედიატრიულ პრაქტიკაში ექიმის უნარი, დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია ბავშვთან და ითანამშრომლოს მშობელთან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ უნარზეა დამოკიდებული დიაგნოსტიკის სიზუსტე, მკურნალობის პროცესის წარმატება, პაციენტის შფოთვის შემცირება და სამედიცინო პერსონალის მიმართ ნდობის ჩამოყალიბება.
ტრენინგი მიზნად ისახავს, მოგცეთ პრაქტიკული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიები და ინსტრუმენტები, რათა თავდაჯერებულად მართოთ რთული კლინიკური სიტუაციები.
ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?
პროგრამა განკუთვნილია ბავშვებთან მომუშავე ექიმ-სპეციალისტებისთვის:
- ექიმი სტომატოლოგები: თერაპევტი სტომატოლოგები, ორთოდონტები, ყბა-სახის ქირურგები, ზოგადი პროფილის სტომატოლოგები, ბავშვთა სტომატოლოგები
- პედიატრები
- ოჯახის ექიმები
- ბავშვთა ქირურგები
- ბავშვთა ონკოლოგები
- ოტორინოლარინგოლოგები
- მეან-გინეკოლოგები
- რადიოლოგები
- ბავშვთა ენდოკრინოლოგები
- ბავშვთა ნევროლოგები
- ბავშვთა ალერგოლოგ-იმუნოლოგები
- ბავშვთა ფტიზიატრ-პულმონოლოგები
- ბავშვთა გასტროენტეროლოგები
- ბავშვთა კარდიოლოგ-რევმატოლოგები
- ბავშვთა ნეფროლოგები
- ოფთალმოლოგები
- ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები
- ბავშვთა ინფექციონისტები
- ბავშვთა ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგები
რას შეისწავლით ტრენინგზე?
კურსი მოიცავს კომუნიკაციის სრულ ციკლს, პირველი ვიზიტიდან კრიზისული სიტუაციების მართვამდე.
ძირითადი საკითხები:
- ბავშვთან კომუნიკაციის საფუძვლები: ასაკობრივი მიდგომები (0-3 წელი ემოციური უსაფრთხოება; 4-7 წელი ვიზუალური და მარტივი ენა; 8-12 წელი ბავშვი, როგორც პარტნიორი).
- ნდობის მოპოვება: პირველი ვიზიტის სტრატეგიები, სხეულის ენისა და ხმის ტონის ეფექტური გამოყენება.
- პროცედურების ახსნა: „Tell–Show–Do“ მეთოდი, ტკივილის სკალების (FLACC, ვონგ-ბეიკერი) გამოყენება და მანიპულაციებისთვის (აცრა, ნემსი) მომზადება.
- პრობლემური ქცევის მართვა: ქცევის მიზეზების (ABC მოდელი) ამოცნობა და პოზიტიური განმტკიცების სტრატეგიები.
- კრიზისული სიტუაციები: დეესკალაციის ტექნიკები (ტირილი, პანიკა, უარი) და უსაფრთხოების შენარჩუნება.
- მშობელთან პარტნიორობა: ეფექტური სამკუთხედი „ექიმი–ბავშვი–მშობელი“, ემპათიური საუბარი და ინკლუზიური კომუნიკაციის პრინციპები (UNCRPD).
- რთული საუბრები: სედაციის, პროცედურებისა და რისკების ახსნა მარტივი ენით; თანხმობის მიღება.
- ძალადობის ნიშნები: ბავშვთა მიმართ ძალადობის ამოცნობა (ქცევითი, ფიზიკური სიგნალები) და რეაგირების პროტოკოლი.
- პროფესიული გამძლეობა: ექიმის ემოციური თვითმოვლა, ემპათიური საზღვრების შენარჩუნება და პროფესიული სტრესის პრევენცია.
ტრენინგს გაუძღვებიან:
- ცირა ბარქაია: ინკლუზიური განათლებისა და ადრეული ბავშვობის განვითარების ექსპერტი, ფსიქოლოგი. 15+ წლიანი გამოცდილებით ბავშვთა განვითარების, GESI/ინკლუზიის პოლიტიკისა და ინკლუზიური კომუნიკაციის/ქცევის მართვის პრაქტიკული ინსტრუმენტების დანერგვაში განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებისთვის.
- ალექსანდრე ჩხიკვიშვილი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის გენერალური მდივანი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრი. ჯანმრთელობითი განათლების, კომუნიკაციისა და განათლების მიმართულებით სპეციალიზებული, განსაკუთრებული აქცენტით პაციენტთან კომუნიკაციასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ქცევით მეცნიერებებზე.
- ზურაბ ალხანიშვილი, ჯანდაცვის ექსპერტი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის ხელმძღვანელი.
მონაწილეობის ღირებულება და რეგისტრაცია
- სრული კურსის ღირებულება: 275 ლარი
რეგისტრაციის დასადასტურებლად, გთხოვთ, გადარიცოთ თანხა მითითებულ რეკვიზიტებზე:
- მიმღები ბანკი: ს.ს “თიბისი ბანკი”
- ბანკის კოდი: TBCBGE22
- მიმღების ანგარიში: GE18TB7019836020100012
- მიმღების სახელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაცია
- ს/ნ: 405767870
- დანიშნულება: თქვენი სახელი, გვარი / კომუნიკაციის ტრენინგის საფასური




