2024 წლის 28-29 ნოემბერს საქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამის წევრები, თამარ კოპალიანი, ლაშა ბანძელაძე, ლაშა ნონიკაშივილი და ლუკა ნაჭყებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.
ლაშამ, ლუკამ, თამარმა და ლაშამ ახალგაზრდებთან სამ ძირითად საკითხზე ისაუბრეს:
გრიპის სეზონის კონტექსტში, მათ განიხილეს გრიპის მახასიათებლები, გადაცემის გზები, პრვენციის საშუალებები და მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს 6 თვეზე უფროსი ასაკის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფასო ვაქცინაციას გრიპის წინააღმდეგ.
ანტიმიკრობული რეზისტენტობის კვირეულის გათვალისწინებით, შეხვედრაზე განხილული იყო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის აღნიშნული ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა.
შეხვედრის ერთ-ერთი ნაწილი დაეთმო ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ), მისი საწინააღმდეგო ვაქცინაციის და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის შესახებ საუბარს. შეგახსენებთ, რომ გაფართოებული პროგრამის ფარგლებში, აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სრულად ფინანსდება 10-45 წლის ქალებისა და 10-26 წლის კაცებისთვის. ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მომსახურება უფასოდ 25-60 წლის ქალებს ეკუთვნით.
ლაშა ნონიკაშვილმა კი აივ ინფექციის პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის, იგივე PrEP-ის პროგრამა გააცნო მსმენელებს. PrEP არის პრევენციული მეთოდი, რომელიც მოიცავს ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მიღებას პრევენციულად, აივ ინფექციის გადაცემის რისკის შემცირების მიზნით.
შეხვედრა გაიმართა ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტში. შეხვედრას უმრავლესად სამედიცინო პროფილის სტუდენტები ესწრებოდნენ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.




