2024 წლის 12 ნოემბერს საქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამის წევრები, ელენე ჯანუყაშვილი და ნიკა ვაშაკიძე, სოფელ სნოს საჯარო სკოლაში მოსახლეობას შეხვდნენ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა პრევენციული მედიცინა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისთვის განკუთვნილი სამედიცინო სერვისები და პროგრამები.
გრიპის სეზონის კონტექსტში ნიკამ და ელენემ მიმოიხილეს გრიპის ძირითადი მახასიათებლები, ვირუსის გადაცემის გზები, პრევენციის საშუალებები და მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი, რომელიც 6 თვიდან უფროსი ასაკის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფასოდ სთავაზობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები, ასევე საშუალო და უფროსი ასაკის ადგილობრივი მოსახლეობა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.




