2025 წლის 11 მაისს, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ტარდება მე-14 ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი, რომელიც გაიმართება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის მხარდაჭერით.
ფორუმის ფარგლებში წელს პირველად დაემატა სპეციალური ჯანდაცვის სექცია, სადაც მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების სტუდენტებმა და რეზიდენტებმა წარადგინეს საკუთარი სამეცნიერო კვლევები. წარმოდგენილი თემები შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ანტიბიოტიკების რეზისტენტობა, ზუსტი გენური რედაქტირება (CRISPR), ღეროვანი უჯრედები, ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვაში, ფსიქიკური ჯანმრთელობა და სხვა.
ჯანდაცვის სექციის პროგრამა:
-
ანტიბიოტიკების რეზისტენტობა და სტომატოლოგიური პრაქტიკა – მარიამ ჯიშკარიანი
-
ნაწლავი და ტვინი: კავშირი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან – საიდაჰ მოჰამედ ელტიგანი
-
ზუსტი გენური რედაქტირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის – მირიან აფშილავა
-
MODY-ის ფარდა: დიაბეტის ტიპების მიღმა დამალული სიმართლე – თამარ კოპალიანი
-
რეგენერაციული მედიცინა და ღეროვანი უჯრედები – ლიზი მამეიშვილი, ელენე დუმბაძე
-
ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინაცია – მანასი პრავინ კარანჯკარი
-
მაორგანიზებელი პნევმონია – ნათია ბრეგაძე
-
შეზღუდვები და ეთიკური საკითხები AI-ის გამოყენებისას მედიცინაში – ჯაბინა ჯაფარი
-
ხელოვნური ინტელექტი სოფლის მეურნეობაში და მისი ზეგავლენა ჯანმრთელობაზე – გიორგი მოისწრაფიშვილი
🔬 ჯანდაცვის სექციის კონკურსანტებს შეაფასებს პროფესიონალ ჟიური:
-
არჩილ მარშანია – ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, პირველადი დახმარების ცენტრის დირექტორი
-
ლელა სტურუა – მედიცინის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სამედიცინო აკადემიის მოწვეული ექსპერტი
-
ლუკა ნაჭყებია – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრი, ჯანდაცვის პროექტების მენეჯერი
- ნინო გახოკიძე, რევმატოლოგი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
📌 ღონისძიება ორგანიზებულია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსის“ მიერ და აერთიანებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუდენტებს. ჯანდაცვის სექცია ამ ფორუმის მნიშვნელოვანი და მასშტაბური ნაწილი გახდა და მომავალშიც გაგრძელდება მისი მხარდაჭერა.
სრულად: https://radix.ge/youthforum/




