ჯონ ჰოპკინსის მედიცინის სკოლის ბოლოდროინდელმა კვლევამ გამოავლინა, რომ არტერიული წნევის გაზომვის დროს მკლავის არასწორმა მდებარეობამ შეიძლება განაპირობოს ცრუდ მომატებული მაჩვენებლები. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც თუ ხელის მდებარეობა გულის დონეზე დაბლაა, მკლავი გვიდევს კალთაზე ან წნევის საზომ აპარატს მკლავის რაიმეზე დაყრდნობის გარეშე ვიკეთებთ, სისტოლური არტერიული წნევის მაჩვენებლები 4-დან 7 მილიმეტრამდე ვერცხლისწყლის სვეტის შესაბამისი სიმაღლით არასწორად გაიზარდოს. ამ უზუსტობებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიის, ანუ მომატებული წნევის არასწორი დიაგნოზი და არასაჭირო მკურნალობა.
ტემი ბრეიდიმ, კვლევის უფროსმა ავტორმა განმარტა, რომ როდესაც ხელი მდებარეობს გულის დონის ქვემოთ, ან არ არის დაყრდნობილი, გრავიტაცია ზრდის სისხლძარღვში წნევას და ართულებს სისხლის უკან დაბრუნებას. ამის საპასუხოდ, სისხლძარღვები იკუმშება, რაც იწვევს არტერიული წნევის ზრდას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ჯანმრთელობის მუშაკებმა დაიცვან წნევის გაზომვის გაიდლაინები და გასცენ შესაბამისი ინსტრუქციები, როგორიცაა ხელის დაყრდნობა მაგიდაზე, გულის დონეზე.
გაზომვის დროს მცირე შეცდომამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტის ჰიპერტენზიის კლასიფიკაცია უფრო მაღალ კატეგორიაში, რაც ზოგჯერ მედიკამენტის დანიშვნის ან დოზის გაზრდის წინაპირობა ხდება.




