2025 წლის 11 მაისს, თბილისში, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ“-ში, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის მხარდაჭერით, წარმატებით გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსის“ მიერ ორგანიზებული მე-14 ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი.
ფორუმს ესწრებოდა 150-ზე მეტი მონაწილე და სტუმარი, მათ შორის სტუდენტები, რეზიდენტები, აკადემიური პერსონალი, სამედიცინო ინსტიტუციების წარმომადგენლები და პარტნიორი ორგანიზაციები.
ღონისძიების ჯანდაცვის სექცია გახსნა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე ჩხიკვიშვილმა. jანდაცვის სექციის ჟიურის მუშაობას ხელმძღვანელობდა ლელა სტურუა, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სამედიცინო აკადემიის წარმომადგენელი. მანვე წარადგინა ფორუმის შეფასების შეჯამება.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ქულათა ჯამით გამარჯვებულებად დასახელდნენ:
პირველი ადგილი – მირიან აფშილავა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეორე ადგილი – ლიზი მამეიშვილი და ელენე დუმბაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ნათია ბრეგაძე, ნოდარ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი
მესამე ადგილი – ჯაბინა ჯაფარი, ევროპის უნივერსიტეტი
პირველი ადგილის მფლობელს ფულადი ჯილდო გადასცა „რადიქსის“ პრეზიდენტმა ვახტანგ გოგუამ.
ასოციაციის ფავორიტები, სტომატოლოგიური სექციიდან, დაასახელა ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ ალხანიშვილმა:
დავით რატიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
მარიამ წანაწყენიშვილი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
მარიამ ჩიტაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პირვადი დახმარების ცენტრის ფავორიტებად დასახელდნენ:
ნათია ბრეგაძე – ნოდარ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი
თამარ კოპალიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფავორიტები გახდნენ:
ჯაბინა ჯაფარი – ევროპის უნივერსიტეტი
საიდაჰ მოჰამედ ელტიგანი – საქართველოს უნივერსიტეტი
ფარმაცევტული კომპანია „GEPHA“-ს ფავორიტი გახდა:
მანასი პრავინ კარანჯკარი – ევროპის უნივერსიტეტი
ფორუმის კონკურსანტებს აფასებდა პროფესიული ჟიური შემდეგი შემადგენლობით:
ლელა სტურუა – მედიცინის დოქტორი, პროფესორი
არჩილ მარშანია – ანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი, პირველადი დახმარების ცენტრის დირექტორი
ლუკა ნაჭყებია – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრი
ნინო გახოკიძე – რევმატოლოგი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი




