2025 წლის 9 მაისს, ექსპო ჯორჯიაში, ევროპის დღე აღინიშნება!
წელს, ევროპის დღეს, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, ევროკავშირი, მაშინდელი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის დეკლარაციის მიღებიდან 75-ე წელს აღნიშნავს. ამ დეკლარაციიდან იღებს სათავეს ის, რასაც ჩვენ დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. საქართველოში აღნიშნული ღონისძიება ქართველი ხალხის მიმართ უცვლელი მხარდაჭერის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.
ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება მე-11 პავილიონში, 12:00 საათზე.
ევროპის დღეს, 17:00 საათზე, ინდი-როკ ჯგუფის – Bedford Falls-ს კონცერტით დასრულდება.
ექსპო ჯორჯიას მე-4 პავილიონში EU საუბრები გაიმართება.
დღის წესრიგი
EU საუბრები – პავილიონი 4 – 15:00-16:00
|
ლანა ღოღობერიძე – კინორეჟისორი
|
შესაძლებლობა, რომელსაც ევროპა ჰქვია |
|
თინათინ სტამბოლიშვილი – ქცევის მეცნიერების ექსპერტი
|
ევროპული იდეა მოქალაქის პერსპექტივიდან |
|
გიორგი ჩუგოშვილი – სტარტაპერი, Phubber-ის თანადამფუძნებელი
|
ახალგაზრდების ძალა: როგორ გამოვიყენოთ შესაძლებლობები |
|
გიორგი ქებურია – მოდის დიზაინერი
|
ქართული დიზაინი ევროპული მოდის რუკაზე |
|
დავით ჩხეიძე – საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, ყოფილი საჯარო მოხელე
|
რიტორიკის მიღმა – რეალურ შედეგებამდე |
|
გიორგი მაისურაძე – ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
|
ჩვენ გვახსოვს, ამიტომ ვმოქმედებთ: საქართველოს მორალური გზა ევროპისკენ |
|
ლიკა ზაქაშვილი, ჟურნალისტი, გამოცემა “პუბლიკა”-ს მთავარი რედაქტორი
|
დამოუკიდებელი მედია, დემოკრატია და ევროპა |
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს Gowell.ge-ს ავტორი ზურაბ ალხანიშვილიც.
პანელური დისკუსიები 16:00 – 18:00
მოდერატორი: ივა ფეზუაშვილი, მწერალი
პანელური დისკუსია 1 – 16:00 – 17:00
|
ევროკავშირის მხარდაჭერა პრაქტიკაში: ყოველდღიური შესაძლებლობები საქართველოს მოსახლეობისთვის
|
|

პანელური დისკუსია 2 – 17:00 – 18:00
|
საქართველოს ციფრული მომავალი – თანაბრად ხელმისაწვდომი, ინოვაციური და დეზინფორმაციის მიმართ მედეგი
|
|
სრულად ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ნახეთ ბმულზე





