ჟურნალ Environment International-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც ტამპონებში ტოქსიკური მეტალების არსებობა დაადასტურა.
კვლევის ფარგლებში, 14 სხვადასხვა ბრენდის ტამპონში შეამოწმეს 16 სხვადასხვა მეტალის შემცველობა. როგორც არაორგანულ, ისე ორგანულ ტამპონებში აღმოჩნდა ტოქსიკური მეტალები, მათ შორის დარიშხანი და ტყვია.
აღსანიშნავია, რომ ამ კვლევით არ შეუსწავლიათ, რამდენად საზიანოა ტოქსიკური მეტალების კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმისთვის და შესაძლებელია თუ არა, რომ ვაგინალური არხიდან ეს მეტალები სისხლის მიმოქცევაში მოხვდეს.
ამ აღმოჩენის კვალდაკვალ, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტო (FDA) იწყებს გაფართოებულ კვლევას. სააგენტოს ლაბორატორიები დააკვირდებიან, შესაძლებელია თუ არა, რომ ტამპონებიდან მეტალები გამოიყოს და ბუნებრივ პირობებში ყოველდღიური გამოყენებისას ორგანიზმში მოხვდეს.




