2024 წელს ნობელის პრემია მედიცინაში ორ მეცნიერს, ვიქტორ ამბროსსა და გარი რუვკუნს გადაეცა. ისინი აკვირდებოდნენ თუ როგორ ვითარდება სხვადასხვა ტიპის უჯრედი და კვლევის პროცესში მიკრო-რნმ აღმოაჩინეს.
მაინც რა არის მიკრო-რმნ და რატომაა ეს აღმოჩენა ასეთი მნიშვნელოვანი?
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი გენები შეიცავს ინფორმაციას სხეულის ყველა ფუნქციისა და მახასიათებლების შესახებ. მიკრო-რნმ, ეს უმცირესი ნაწილაკები კი არეგულირებს, თუ რომელი გენი უნდა “ჩაირთოს” კონკრეტულ დროს და რომელი ცილა უნდა შეიქმნას ამ გენის მიხედვით.
ეს აღმოჩენა გვეხმარ
ება უკეთ გავიგოთ, როგორ ვითარდება და ფუნქციონირებს უჯრედები. მიკრო-რნმ-ის რეგულაციის მექანიზმის გაგება აჩენს პოტენციალს, დავნერგოთ და გავაუმჯობესოთ მკურნალობის ახალი მეთოდები ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა კიბო და სხვადასხვა გენეტიკური დარღვევები. ასევე, ეს აღმოჩენა პერსპექტივას აჩენს ახალი თერაპიების შემუშავების მხრივ, რომლებიც მიმართულია ქრონიკული ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, მაგალითად, აივ-ინფექციის, ჰერპეს ვირუსისა და B ჰეპატიტის მკურნალობისთვის.




