2025 წლიდან, მაღალი ალბათობით, ინგლისის 9 რეგიონში ავტობუსებზე, მატარებლებზე და მეტროს სადგურებში უხარიხსო საკვების, ე.წ. “Junk Food”-ის რეკლამირება აიკრძალება. ლონდონში, ავტობუსებზე და მეტროში აკრძალვა უკვე ძალაშია.
ინიციატივის მთავარი მიზანია ბავშვთა ჭარბწონიანობასთან და სიმსუქნესთან ბრძოლა. ინგლისში, დაწყებით სკოლაში შესვლისას, 5 ბავშვიდან 1-ს ჭარბი წონა ან სიმსუქნე აღენიშნება, ხოლო სკოლის დასრულებისას კი, 3-დან 1-ს.
მომავალი წლის ოქტომბრიდან, აკრძალვა შეეხება უხარისხო საკვების ონლაინ რეკლამირებასაც. შეზღუდვა ასევე გავრცელდება სატელევიზიო არხებისთვის, ტელევიზიით “Junk Food”-ის რეკლამირება 21:00-მდე აიკრძალება.
ცნობისთვის, ბავშვთა ჭარბწონიანობის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი კამპანიის სულისჩამდგმელი ბევრისთვის ნაცნობი შეფი, ჯეიმი ოლივერია.
დიპლომირებული მედიკოსი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრის ხარისხი (MPH, MSc) მიენიჭა ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის, ხოლო დიპლომირებული მედიკოსის (MD) ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. ალექსანდრე არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და სტატიის ავტორი და თანაავტორია. 2025 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის გენერალური მდივანია. ალექსანდრე აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებში. ამჟამად მუშაობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების ოფიცრის პოზიციაზე საქართველოს გაეროს ასოციაციაში. ალექსანდრე აკადემიურ საქმიანობას ეწევა საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს კლვევითი უნარ-ჩვევებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით.