საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები გრიპის აქტიურ გავრცელებაზე აფრთხილებენ მოსახლეობას. სეზონის მწვავე ინფექციების პერიოდში გრიპი განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს როგორც ბავშვებისთვის, ისე ხანდაზმული და მაღალი რისკის ჯგუფებისთვის.
მნიშვნელოვანია დავიცვათ პრევენციის ზომები, როგორიცაა პირადი ჰიგიენა, ნიღბების გამოყენება ხალხმრავალ ადგილებში, სიმპტომების მქონე ადამიანთან კონტაქტების შეზღუდვა და რაც მთავარია, ვაქცინაცია. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციით თავიდან ავირიდებთ მის ერთ-ერთი ხშირ და სერიოზული გართულებას – პნევმონიას, რომელიც განსაკუთრებით სახიფათოა 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობისთვის.
აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამა უზრუნველყოფს 65 წელს გადაცილებული პირების პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას, რაც პნევმონიისგან დაცვის ეფექტური საშუალებაა.
ჩვენი რეკომენდაციაა, ისარგებლოთ ვაქცინაციის სერვისით როგორც გრიპის, ისე პნევმოკოკური ინფექციის პრევენციისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გართულებების რისკს და დაიცავს თქვენს ჯანმრთელობას.




