მაშინ, როცა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აივ-ინფექციის ახალი შემთხვევები და შიდსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა იკლებს, ფილიპინებში საპირისპირო, საგანგაშო ტენდენცია ფიქსირდება.
სენატის ჯანდაცვის კომიტეტის მოსმენაზე ფილიპინების ჯანდაცვის დეპარტამენტმა (DOH) გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც 2010-დან 2024 წლამდე ქვეყანაში ახალი ინფექციების მაჩვენებელი 555%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, გლობალურად ეს მაჩვენებელი 40%-ით, ხოლო რეგიონში 17%-ით შემცირდა.
კიდევ უფრო მძიმეა სიკვდილიანობის სტატისტიკა: შიდსით გარდაცვალების შემთხვევები ფილიპინებში 667%-ით გაიზარდა, მაშინ როცა მსოფლიოში 54%-იანი კლებაა.
საკანონმდებლო ხარვეზები და არასრულწლოვნები – რატომ იზრდება აივ-ინფექცია ფილიპინებში?
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კანონმდებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ 15-დან 18 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ მშობლის თანხმობის გარეშე ჩაიტარონ ტესტირება, კანონი არ აკონკრეტებს, აქვთ თუ არა მათ უფლება, მიიღონ მკურნალობა მშობლის ჩართულობის გარეშე.
“ეს სერიოზულ ჩიხს ქმნის. ახალგაზრდამ შეიძლება გაიგოს, რომ აივ-დადებითია, მაგრამ ვერ დაიწყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა მშობლის თანხმობის გარეშე”, – განაცხადა ფილიპინების შიდსის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა, დოქტორმა დელია ბეცინამ.
სენატორმა რისა ჰონტივეროსმა ხაზი გაუსვა მკაცრი პოლიტიკის გატარების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მხოლოდ 2025 წლის ივლის-სექტემბერში 5583 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 30% 18 წლამდე ასაკისაა.
მაშინ, როცა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აივ-ინფექციის ახალი შემთხვევები და შიდსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა იკლებს, ფილიპინებში საპირისპირო, საგანგაშო ტენდენცია ფიქსირდება.
ფილიპინების ჯანდაცვის დეპარტამენტის (DOH) უახლესი მონაცემებით (2010-2024), ქვეყანაში ახალი ინფექციების მაჩვენებელი 555%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, გლობალურად ეს მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა. კიდევ უფრო მძიმეა სიკვდილიანობის სტატისტიკა: შიდსით გარდაცვალების შემთხვევები ფილიპინებში 667%-ით არის გაზრდილი.
რამ გამოიწვია ეს კატასტროფული ზრდა? პასუხს ფილიპინების უნივერსიტეტის მოსახლეობის ინსტიტუტის (UPPI) კვლევა გვცემს: ახალგაზრდებში აივ/შიდსის შესახებ ინფორმირებულობა ისტორიულ მინიმუმზეა.
თუ 1994 წელს 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდების 95%-ს სმენოდა დაავადების შესახებ, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 76%-მდე დაეცა.
კიდევ უფრო საგანგაშოა არასწორი წარმოდგენები:
-
გამოკითხული ახალგაზრდების 52%-ს ჰგონია, რომ აივ-ინფექცია ინფიცირებულთან საკვების გაზიარებით გადადის.
-
24%-ს სჯერა, რომ ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის.
-
მხოლოდ 20%-ს აქვს სრულფასოვანი ცოდნა ვირუსის შესახებ.
ვინ არის რისკის ქვეშ?
ეპიდემიოლოგიური ბიუროს მონაცემებით, ეპიდემია კონცენტრირებულია და ძირითადად ახალგაზრდებს ეხება:
-
ახალი შემთხვევების 80% 35 წლამდე ასაკის პირებზე მოდის.
-
შემთხვევების თითქმის ნახევარი 25-34 წლის ასაკობრივ ჯგუფშია.
-
ინფექციის გადაცემის 90% მამაკაცებს შორის სქესობრივ კონტაქტს უკავშირდება.
თუ 2015 წელს დღეში საშუალოდ 21 ახალი დიაგნოზი ისმებოდა, 2025 წლის ოქტომბერში ეს რიცხვი 56-მდე გაიზარდა. პროგნოზების მიხედვით, თუ ტენდენცია არ შეიცვლება, 2030 წლისთვის აივ-დადებითი ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში 457 600-ს მიაღწევს.
ასევე დაგაინტერესებთ:




