ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 17 პათოგენი დაასახელა, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ ახალი ვაქცინების შექმნას. ეს გლობალური პრიორიტეტიზაციის პირველი მცდელობაა, რომელიც დაავადების რეგიონულ ტვირთს, ანტიმიკრობული რეზისტენტობის რისკსა და სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას ითვალისწინებს.
კვლევამ აივ ინფექცია/შიდსი, მალარია და ტუბერკულოზი კვლავ პრიორიტეტად განსაზღვრა, რომლებიც ყოველწლიურად 2.5 მილიონ სიცოცხლეს იწირავს. ასევე, A ჯგუფის სტრეპტოკოკი და Klebsiella pneumoniae გამოიკვეთა ანტიბიოტიკებისადმი მზარდი რეზისტენტობის გამო.

ჯანმოს მიერ დასახელებული პრიორიტეტული 17 პათოგენთა შორისაა ასევე ციტომეგალოვირუსი, გრიპი, ლეიშმანიას სახეობები, არატიფოიდური სალმონელა, კლებსიელა პნევმონია, ნოროვირუსი, ოქროსფერი სტაფილოკოკი, დენგეს ვირუსი, B ჯგუფის სტრეპტოკოკი, ნაწლავგარე პათოგენური E. coli, ტუბერკულოზი, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (RSV) და შიგელას სახეობები.




