უგანდის ბუნდიბუგიოს რეგიონში იდუმალმა დაავადებამ, რომელსაც ადგილობრივები „დინგა დინგას“ უწოდებენ, 300-ზე მეტი ადამიანი დააავადა, ძირითადად ქალები და გოგოები. დაავადების სიმპტომები მოიცავს ცხელებას, სხეულის უკონტროლო ცახცახს, ძლიერ სისუსტეს და ზოგიერთ შემთხვევაში, პარალიზებასაც. ინფიცირებულებს უჭირთ სიარული, რადგან მათი სხეული მუდმივად ცახცახებს.
ჯანმრთელობის ადგილობრივი წარმომადგენლები ცდილობენ დაადგინონ დაავადების გამომწვევი მიზეზი. ინფიცირებულთა ნიმუშები უგანდის ჯანდაცვის სამინისტროშია გაგზავნილი, თუმცა ოფიციალური დიაგნოზი ჯერ არ არის დადგენილი.
ამჟამინდელი მკურნალობა ანტიბიოტიკებს მოიცავს, რომელიც ინფიცირებულებს ადგილობრივი ჯანდაცვის ჯგუფების მიერ მიეწოდებათ. რაიონის ჯანდაცვის წარმომადგენელი, დოქტორი კიიტა კრისტოფერი, განმარტავს, რომ პაციენტები, როგორც წესი, ერთ კვირაში ჯანმრთელდებიან. მან ასევე მოუწოდა მოსახლეობას, არ გამოიყენონ მცენარეული მედიკამენტები, რადგან „მეცნიერულად არ არის დადასტურებული, რომ მცენარეული საშუალებები ამ დაავადებას კურნავს.“
ამ დაავადებას ზოგიერთი ისტორიულ “1518 წლის ცეკვის ეპიდემიას“ ადარებს, რომელიც საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში დაფიქსირდა.
ამის პარალელურად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა კიდევ ერთი იდუმალი დაავადების აფეთქება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, იქ 394 შემთხვევა და 30 სიკვდილი აღირიცხა. სიმპტომები მოიცავს ცხელებას, თავის ტკივილს, ხველას, ცხვირის სრესას და ტკივილს სხეულში.
კვლევები, ამ ეტაპზე, ორივე ქვეყანაში გრძელდება.




