ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მწვანე შუქი მისცა AstraZeneca-ს ინიციატივას, რომ მათ მიერ ნაზალური სპრეის სახით წარმოებული გრიპის ვაქცინის სახლში გამოყენება დასაშვები გახდეს. 2025 წლის შემოდგომიდან, ვაქცინა-სპრეის შეძენა აფთიაქებში იქნება შესაძლებელი და ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო დაწესებულება ფაქტობრივად აღარ იქნება ჩართული.
ეს არის ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ნაზალური სპრეის სახით გამოიყენება და ლიცენზირებულია 2-დან 49 წლამდე ასაკის პირებისთვის. ვაქცინის სახელწოდებაა FluMist. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში 2003 წლიდან არსებობს, თუმცა აქამდე მის მისაღებად საჭირო იყო სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი. ახალი ნებართვა კი ვაქცინის მიღების მეორე, უფრო მარტივ და მოსახერხებელ გზას გვთავაზობს.
დიპლომირებული მედიკოსი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრის ხარისხი (MPH, MSc) მიენიჭა ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის, ხოლო დიპლომირებული მედიკოსის (MD) ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. ალექსანდრე არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და სტატიის ავტორი და თანაავტორია. 2025 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის გენერალური მდივანია. ალექსანდრე აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებში. ამჟამად მუშაობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების ოფიცრის პოზიციაზე საქართველოს გაეროს ასოციაციაში. ალექსანდრე აკადემიურ საქმიანობას ეწევა საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს კლვევითი უნარ-ჩვევებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით.