ძუძუს კიბო ქალებში ავთვისებიანი სიმსივნეების შედეგად გამოწვეული ავადობის პირველ ადგილზე და სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად მიიჩნევა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობის ეფექტურობა ძალზე მაღალია, და 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 95%-ს აჭარბებს. თუმცა, გვიან სტადიაზე დიაგნოსტირების შემთხვევაში, გადარჩენის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ქვეითდება.
ვინ უნდა ჩაიტაროს სკრინინგი?
ძუძუს კიბოს სკრინინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 40-70 წლის ქალები.
რას უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამა?
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალებს შესაძლებლობა აქვთ ჩაიტარონ:
- მამოგრაფია (რეკომენდებულია მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-7-14 დღეს);
- მამოლოგის კონსულტაცია და ექოსკოპიური გამოკვლევა, თუ მამოგრაფიით გამოვლინდა პათოლოგიური ცვლილებები;
- საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსია და ციტოლოგიური კვლევა მიღებული მასალის საფუძველზე.
სიხშირე
ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.
ადრეული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა დროულად მოხდეს მკურნალობა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილიანობის რისკს და აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს. სკრინინგი სრულად ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით და ხელმისაწვდომია პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.
დაჯავშნეთ ვიზიტი სკრინინგზე – Booking.moh.gov.ge
იხილეთ “დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის” სახელმწიფო პროგრამის “კიბოს სკრინინგის” კომპონენტის ფარგლებში ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმწოდებელ დაწესებულებათა ნუსხა:
- ა(ა)იპ “ეროვნული სკრინინგ-ცენტრი”: გლდანი – გლდანის მე-4 მკ/რ, 113ა, ვარკეთილი – კალოუბნის ქ. N12, დიდუბე – აკაკი წერეთლის 69, საბურთალო – მ. ალექსიძის ქ. N1
- შ.პ.ს. „გორმედი“ : გორი – ცხინვალის გზატკ. N14ა
- შპს “მაღალტექნოლიგიური ჰოსპიტალი მედცენტრი”: ბათუმი – პუშკინის ქ. N118/120
- ა(ა)იპ ფრანგული სამედიცინო ცენტრი “კახეთი-იონი”: გურჯაანი -რუსთაველის ქ. N22
- ა(ა)იპ ონკოპრევენციის ცენტრი (ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრი): ზუგდიდი კ.გამსახურდიას ქ. N198
- ბერძნული სამედიცინო ფონდი “ჰიპოკრატე”: თბილისი- ნინოშვილის ქ. N23
- სს “კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის” ფილიალი “ახალი სიცოცხლე”: თბილისი, ლუბლიანას ქ. N29
- ა/ო სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება: ახალციხე, კოსტავას ქ. N109 (დროებით შეჩერებულია)
- შპს “დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი”: თბილისი, რ. აბულაძის ქ. N20
- სს “ვიან” – ონკოლოგიის ცენტრი”: ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. N85
- შპს “კავკასიის მედიცინის ცენტრი”: თბილისი, ქავთარაძის ქ. N23
- შპს “ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი – ჰერა” : ქუთაისი, ს. მესხის N67
- შპს “მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა”: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 6გ
- შპს “BROTHERS”: ბათუმი, პეტრე ბაგრატიონის ქ. N143
- შპს “ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა”: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის N237 (შეჩერებულია ტექნიკური პრობლემების გამო)
- შპს ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, გორი სოფ ნიქოზი
- ა(ა)იპ კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოება (ლანჩხუთის სკრინინგ-ცენტრი) ლანჩხუთი ს. შუხუთი, ლელოს ქ. N61
- შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი: ბათუმი, პეტრე ბაგრატიონის ქ. N125