B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) ერთ-ერთი მთავარი გლობალური ჯანდაცვის პრობლემაა, რომელიც ღვიძლის სერიოზულ დაზიანებას, მათ შორის ციროზსა და კიბოს იწვევს. საქართველოში მოქმედებს B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას დიაგნოსტიკურ სერვისებსა და მაღალეფექტურ მკურნალობაზე.
რა არის პროგრამის მთავარი მიზანი?
პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოში ვირუსული ჰეპატიტებით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. ეს მიიღწევა დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით.
სერვისების სრული ანაზღაურება
პროგრამის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სრული სახელმწიფო დაფინანსება. ეს ნიშნავს, რომ პროგრამის მოსარგებლეებისთვის მკურნალობაში ჩართვამდე საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, მკურნალობა (მედიკამენტები) და მონიტორინგის კვლევები სრულად (100%) ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ.
ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს, ასევე ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონეებს, თავშესაფრის მაძიებლებს, ლტოლვილებს და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.
პროგრამა მიმართულია უპირველესად შემდეგ პირებზე:
1. ქრონიკული HBV ინფექციით პაციენტები, რომლებსაც აქვთ:
-
-
- HBsAg (+) დადებითი (სხვადასხვა სეროლოგიური მეთოდით).
- განსაზღვრადი HBV დნმ (PCR მეთოდით) 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით.
-
2. პირები, რომლებსაც უკვე დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე.
3. არადიაგნოსტირებული/არანამკურნალევი პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოქალაქეობრივ კრიტერიუმებს.
როგორ ჩავერთოთ პროგრამაში?
პროგრამაში ჩართვა ხდება სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვის საფუძველზე, სადაც პაციენტი რეგისტრირდება შესაბამის ელექტრონულ სისტემაში.
პროგრამაში ჩართვის მეთოდები განსხვავდება თქვენი სტატუსის მიხედვით:
A. პირველადი გამოვლენა (HBsAg დადებითი, 6 თვის შემდეგ განმეორებითი ტესტირებით)
1. თუ 6 თვის წინ ჩაგიტარდათ HBsAg ან/და PCR კვლევა და მიიღეთ დადებითი შედეგი:
-
-
- o მიმართეთ დაწესებულებას, სადაც ჩაგიტარდებათ განმეორებითი HBsAg ტესტირება.
- o განმეორებითი დადებითი შედეგის შემთხვევაში, დაგინიშნავთ დიაგნოსტიკურ კვლევებს, მათ შორის:
-
2. ექიმის კონსულტაცია.
3. ღვიძლის ელასტოგრაფია და მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია.
-
-
- თუ ელასტოგრაფიით გამოვლინდა ღვიძლის ფიბროზი () ან საყურადღებო ცვლილებები ექოსკოპიაზე, გაგიგრძელდებათ შემდგომი ლაბორატორიული კვლევები (იხ. ქვემოთ).
-
B. უკვე დადასტურებული ქრონიკული B ჰეპატიტი
-
- თუ მინიმუმ 6 თვიანი შუალედით ჩაგიტარდათ HBsAg ან/და PCR კვლევა და ორივეჯერ მიიღეთ დადებითი შედეგი:
-
-
- მიმართავთ დაწესებულებას, სადაც პირდაპირ გიტარდებათ: ექიმის კონსულტაცია, ღვიძლის ელასტოგრაფია და მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია.
- ფიბროზის () ან საყურადღებო ექოსკოპიური ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში, გაგიგრძელდებათ შემდგომი ლაბორატორიული კვლევები.
-
C. უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტები
-
- თუ უკვე იმყოფებით ანტივირუსულ მკურნალობაზე
-
-
- საჭიროებისამებრ, ექიმის დანიშნულებით, გიტარდებათ დიაგნოსტიკური და მონიტორინგის კვლევები.
-
D. არადიაგნოსტირებული პირები
-
- თუ პირველად მიმართავთ დაწესებულებას:
-
-
- გაგიტარდებათ HBsAg ტესტირება.
- დადებითი შედეგის შემთხვევაში, 6 თვის შემდეგ დაიბარებენ განმეორებითი HBsAg ტესტირებისთვის.
- უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ტარდება კვლევა ANTI-HBc (total)-ზე. ამ კვლევის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, მოქალაქეები ექვემდებარებიან B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
-
დეტალური დიაგნოსტიკური გამოკვლევები
ფიბროზის ან სხვა პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებამდე ბენეფიციარს უტარდება ვრცელი ლაბორატორიული გამოკვლევები (მაგ., სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, თირკმლის ფუნქციური სინჯები, HBV დნმ-ის კონცენტრაციის განსაზღვრა, HBV სეროლოგიური მარკერები (Anti-HBc, HBeAg, Anti Hbe) და სხვა ჰეპატიტების (Anti-HDV, Anti-HCV, Anti-HIV, Anti-HAV) მარკერები, ასევე ალფაფეტოპროტეინი (AFP)).
მკურნალობა
- დიაგნოსტიკური კვლევების დასრულების შემდეგ, მკურნალი ექიმის მიერ გაიცემა შესაბამისი ფორმა.
- პროგრამაში ჩართვა ხორციელდება კომისიური წესით. კომისია ინდივიდუალურად (case by case) განიხილავს ყოველ კონკრეტულ შემთხვევას.
- მკურნალობა ტარდება ნუკლეოზიდის/ნუკლეოტიდის ანალოგების გამოყენებით, ექიმის დანიშნული სქემის მიხედვით და გრძელდება ხანგრძლივად.
მონიტორინგი
მკურნალობის პროცესში პაციენტებს რეგულარულად უტარდებათ მონიტორინგის კვლევები, მათ შორის:
- ექიმთან ვიზიტი.
- სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯის (ALT), ბილირუბინის, კრეატინინის განსაზღვრა.
- ხორციელდება დეპრესიის მონიტორინგი, მკურნალობის რეჟიმის დაცვის კონტროლი და გვერდითი ეფექტების მონიტორინგი.