ტუბერკულოზი ისევ იქცა ინფექციური დაავადებების შორის სიკვდილობის მთავარი მიზეზად, ხოლო მისი გავრცელების მაჩვენებლები 1995 წლის დონეს დაუბრუნდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ამის მთავარი მიზეზი ტუბერკულოზის გლობალური პროგრამებისთვის არასაკმარისი დაფინანსებაა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტუბერკულოზთან ბრძოლის ფინანსური მხარდაჭერა წლების განმავლობაში სამიზნე მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 2023 წელს საჭირო $22 მილიარდის ნაცვლად მხოლოდ $5.7 მილიარდის მობილიზება მოხერხდა.
ეს კრიზისი ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე სერიოზულად აისახება, რაც გლობალური ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. WHO მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ფინანსური მხარდაჭერა, რათა შეჩერდეს ამ დაავადების გავრცელების ტენდენცია.




