ლენაკაპავირი, რომელიც 2022 წლიდან გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) სამკურნალოდ, შესაძლოა აივ-ის მასობრივი პრევენციისთვის გარდამტეხ პრეპარატად იქცეს.
ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია Gilead-ის მიმდინარე კვლევებმა აჩვენა, რომ საინექციო ლენაკაპავირის წე
ლიწადში ორჯერადი გამოყენება აივ-ის პრევენციისთვის 89%-ით უფრო ეფექტურია, ვიდრე აქამდე დამტკიცებული ყოველდღიურად მისაღები წამალი ემტრიციტაბინი/ტენოფოვირი, რომელიც კომერციული სახელწოდებით ტრუვადა არის ცნობილი.
ლენაკაპავირის მაღალი ეფექტურობა აივ-ის პრევენციის მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს და საშუალებას მისცემს პაციენტებს აივ-ის პრევენცია უფრო მარტივად და იშვიათი დოზირების გზით განახორციელონ.
დიპლომირებული მედიკოსი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრის ხარისხი (MPH, MSc) მიენიჭა ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის, ხოლო დიპლომირებული მედიკოსის (MD) ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. ალექსანდრე არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და სტატიის ავტორი და თანაავტორია. 2025 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის გენერალური მდივანია. ალექსანდრე აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებში. ამჟამად მუშაობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების ოფიცრის პოზიციაზე საქართველოს გაეროს ასოციაციაში. ალექსანდრე აკადემიურ საქმიანობას ეწევა საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს კლვევითი უნარ-ჩვევებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით.