კონფერენციები

2025 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაცია GeoWell უმასპინძლებს კონფერენციას „გადაუდებელი მდგომარეობები სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“.

კონფერენცია ჩატარდება სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია”. დასაწყისი 10:00 საათზე.

მონაწილეობა შეუძლია ნებიმისერ დაინტერესებულ პირს (სამედიცინო პერსონალს)

კონფერენცია აკრედიტებულია (6 უპგ ქულა, სტომატოლოგიური მიმართულების სპეციალობების მქონე ექიმებისთვის).

 

წინასწარი პროგრამა

10:00 – პანელური დისკუსია “ჯანსაღი დიალოგი”

გადაუდებელი მდგომარეობების მართვის აქტუალობა მულტიპროფილურ სამედიცინო პრაქტიკაში.

ამ სესიაზე განხილული იქნება კონფერენციის მთავარი მიზნები და ამოცანები. ყურადღება გამახვილდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თანამედროვე გამოწვევებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, ფაქტორებზე, რომელთა გამოც ხშირია მოულოდნელი გართულებები ამბულატორიულ პრაქტიკაში, მათ შორის სტომატოლოგიაში. ასევე, საუბარი შეეხება ექიმის იურიდიულ და ეთიკურ პასუხისმგებლობას და გუნდური მუშაობის კრიტიკულ მნიშვნელობას კრიზისულ სიტუაციაში.

სტუმრები:

ლელა სტურუა, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი

ქეთევან გოგილაშვილი, თსუ-ის პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი

ნათია ჯალიაშვილი, იურისტი, “WiseHub” დირექტორი

11:00 ალერგიული რეაქციებიდან ანაფილაქსიურ შოკამდე: ამოცნობა და დიფერენციული დიაგნოსტიკა

ბიძინა კულუმბეგოვი, მედიცინის დოქტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი

12:00 ანაფილაქსიის ამოცნობა და მართვა სხვადასხვა კლინიკურ სპეციალობებში

ნინო ლომიძე, მედიცინის დოქტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი

13:00 შესვენება

14:00 გავრცელებული გადაუდებელი მდგომარეობები ამბულატორიულ პრაქტიკაში

 გადაუდებელი დახმარების აფთიაქი და გუნდური მუშაობის ალგორითმები

ირაკლი ხეჩიკაშვილი, პირველადი დახმარების ტრენერი, “პირველადი დახმარების ცენტრი”

განხილული იქნება რამდენიმე ხშირი მდგომარეობა. ესენია: სინკოპე ანუ გულის წასვლა, მისი მიზეზები და პირველი დახმარება; ჰიპოგლიკემია დიაბეტის მქონე პაციენტებში; კრუნჩხვითი სინდრომი და დახმარების ალგორითმი; ჰიპერტენზიული კრიზი და წნევის უეცარი მატების მართვა; ასევე, ასთმური შეტევისა და ბრონქოსპაზმის მართვის ძირითადი პრინციპები.

სამედიცინო დაწესებულებაში აუცილებელი მედიკამენტებისა და აღჭურვილობის, ანუ ე.წ. „წითელი ჩანთის“ დეტალური განხილვა. მოხდება სიმულაციური სცენარებისა და კლინიკური შემთხვევების ეტაპობრივი გარჩევა, რათა ნათელი გახდეს გუნდის წევრების როლები და 112-თან კომუნიკაციის წესები.

16:00 ლანჩი

17:00 ანტიბიოტიკებთან ასოცირებული ალერგიული ლეაქციები

მარიკა წერეთელი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი

18:00 სისხლით გადაცემადი ინფექციების პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა და მართვა

ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პრეზიდენტი

 

მონაწილეობის ღირებულება: 190 ლარი

სტუდენტებისთვის (დიპლომამდელი განათლების), რეზიდენტებისა და ექთნებისთვის: 130 ლარი.

რეკვიზიტები:

  • მიმღები ბანკი: ს.ს “თიბისი ბანკი”
  • ბანკის კოდი: TBCBGE22
  • მიმღების ანგარიში: GE18TB7019836020100012
  • მიმღების სახელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაცია
  • ს/ნ: 405767870
  • დანიშნულება: /სახელი, გვარი /კონფერენციაში მონაწილეობის საფასური