ჰერპეს ზოსტერის (სარტყლისებრი ლიქენის) ვაქცინა დემენციით გარდაცვალების რისკს მკვეთრად ამცირებს
უელსში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ჰერპეს ზოსტერის (იგივე სარტყლისებრი ლიქენი, სირსველი) საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაკავშირებულია დემენციის მქონე ადამიანებში სიკვდილიანობის შემცირებასთან. კვლევის შედეგები, რომლებიც ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა და ალცჰაიმერის დაავადების კლინიკური კვლევების ყოველწლიურ შეხვედრაზე (CTAD) წარადგინეს, აჩვენებს, რომ ვაქცინას შესაძლოა ჰქონდეს არა მხოლოდ პრევენციული, არამედ თერაპიული ეფექტიც. დემენციის მქონე პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ცოცხალი შესუსტებული ვაქცინა (Zostavax), დემენციასთან…



